ბუგეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუგეული – სოფელი საქართველოში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს.

სახელწოდება

ხალხური გადმოცემა ამ სახელწოდების წარმოშობას ზმნურ გადაბუგვას უკავშირებს: „ხანძარი გაჩენილა აქ დიდი და აკვნიანი ბაღვიც კი ჩაბუგულა შიგ. გადარჩენილა ცოცხალი მარტვაკაკალა ერთი ქალი, ამ სოფლის რძალი. ამას ღვთის განგებით მისცემია ვაჟიშვილი და მისგან სოფელი გაშენებულა“. ცნობილია სხვაგვარი გადმოცემაც: „აქ ყოფილა უსიერი ტყეები, არევინ ცხოვრებულა უწინ, მარტო მეჯოგეები დადიოდენ და საქონელს წყემსავდენ. ერთხელ რაცაღა ავანტყოფობა გასჩენია საქონლის და დიდიან-პატარიანა სუ მოუბუგავს ყორიფელი. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ბუღა, დადიოდა მარტო, ეულად და შეურქმევიათ ამ ადგილებისათვის ბუღეული, რომელიც მერე და მერე ბუგეულად გადაკეთდა“ (მიხეილ სირაძე ქ. თბილისი). ვახუშტი ბატონიშვილი ბუგაულს იცნობს: „სადმელის-ხევის შესართავს ზეით რიონს მოერთვის ბუგაულის-ხევი.”

ბუგეული, ჩვენი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა გუბე-ულ-ი, ე. ი. ისეთი ადგილი, სადაც ხშირად დგება გუბე-ტბორები. საყურადღეოა, რომ იმერულში გუბე სწორედ ბუგე-დ წარმოითქმის: „წყალი დააბუგა, „დეიბუგა პირში წყალი“, „ყურებში დამიბუგდა“. უთუოდ მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ ამ სოფელშივეა მდინარე, რომელსაც გუბილა||ბუგილა ეწოდება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები