ბუზავეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუზავეთი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოზე, დიდ აბულის მთის დასავლეთ ძირში, ზღვის დონიდან 1920-1960 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 11 კმ მანძილზე.
მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 252, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.