ბუზანკალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუზანკალები - (Tabanidae; ლათ. tabanus ბუზანკალი + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – სისხლმწოვი ორფრთიანი მწერების ოჯახი; მიეკუთვნება Holometabola-ს ჯგუფს. დიდი სხეულის მქონე ორფრთიანი ჰემატოფაგები.
ბუზანკალები ძალზე ფართოდ არიან გავრცელებული, განსაკუთრებით ტაიგის, ტყისა და ტყესტეპის ზონებში. სტეპისა და უდაბნოს ზონებში ბინადრობენ მდინარეების ნაპირების გასწვრივ და ტბების ირგვლივ. სახეობებით მრავალრიცხოვანი გვარებია: Tabanus, Atylotus, Hybomitra, Chrysops და Haematopota. ბუზანკალები განსაკუთრებით შემაწუხებლებია. მათ აქვთ შხამიანი ნერწყვი და არიან ჯილეხის, ცხენის ინფექციური ანემიისა და ტრიპანოსომოზის, მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ანაპლაზმოზის, ემფიზემატოზური კარბუნკულის აღმძვრელების გადამტანები.