ბუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუი

ბუი - (ჰოლ. boei) სანაოსნო ვითარების ამსახველი მოტივტივე ნიშანი, რომლის დანიშნულებაა ზღვებში, სრუტეებში, არხებში და პორტებში სახიფათო ადგილების (მეჩეჩების, რიფების, ბანკების და ა.შ.) შემოღობვა.

ბუიები ლითონისგან დამზადებული, ღუზაზე მდგარი კონუსური, სფერული, ცილინდრული ან სხვა ფორმის კონსტრუქციებია. ბუიზე ზოგჯერ აყენებენ შუქებს, განმასხვავებელ ფიგურებს, რადიოლოკაციურ შუქურამოპასუხეებს, ხმოვან სასიგნალო მოწყობილობებს. მათი შეფერილობა და განათება დამოკიდებულია მცურავი ნიშნების განლაგების მიღებულ სისტემაზე.




წყარო

საზღვაო ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები