ბუკია ციცინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციცინო ბუკია

ბუკია ციცინო − (1980), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა გალში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 191-ე საშუალო სკოლა, 2005 წელს კი – სტუ-ს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ჟურნალისტის სპეციალობით. იყო ჟურნალ „ბიოლოგიური მედიცინის” რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი, „მწერლის გაზეთის” ლიტმუშაკი და პასუხისმგებელი მდივანი. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სეუ-ს პროფესორი. გამოცემული აქვს რომანები: „გრძნეულთა ქალაქი” და „ცისარტყელა ღრუბლებში”


ეს გაზაფხული
ბოლო დროს ისე მენატრები... აღარ გიგონებ,
არ შემიძლია ამ მოძრავი სივრცის ატანა,
ეს გაზაფხული უფრო მეტად
წააგავს ყმაწვილს,
რომელსაც ტანზე სიხარული გამოაყარა...
და ეს მარტივი და ბეჩავი და უამური,
დამყვება ისე მონატრება, რომ არ ვიგონებ
ისეთ სიხარულს, დროშასავით, ზეიმით,
ქარში ტანმოფრიალეს, როცა მხოლოდ
გზას და სიშორეს
შეეძლო ნისლის გამოწვევა და გაავდრება,
თითქოს სუდარა მოიცვაო ნებით ქალაქმა...
დრომ ყველა წყალი
უსასრულო სიღრმეებს მისცა,
ყველა სიცხადე თვითნებურად გადაალაგა...
ბოლო დროს ისე მენატრები... აღარ გიგონებ,
არ შემიძლია ამ მოძრავი სივრცის ატანა,
ეს გაზაფხული
უფრო მეტად წააგავს ყმაწვილს,
რომელსაც ტანზე სიხარული გამოაყარა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები