ბულვერ-ლიტონი ედვარდ ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედვარდ ჯორჯ ბულვერ-ლიტონი

ედვარდ ჯორჯ ბულვერ-ლიტონი − (Edward George Bulwer-Litton - 1803-1873), ინგლისელი მწერალი და დრამატურგი. მისი საყვარელი ჟანრები ისტორიული რომანები და დრამები გახლდათ. თუმცა, ბულვერ–ლიტონის შემოქმედებაში არსებულ ისტორიულ ავთენტურობას ჩრდილავდა, მის მიერვე საკუთარ ნაწარმოებებში გამოყენებული მელოდრამატული მოტივები და გარეგნული ეფექტები.

დრამატურგს პოპულარობა მოუტანა პიესებმა: „ლიონელი ლამაზმანი“ (1838) და „რიშელიე“ (1839). პოლიტიკური შინაარსის მატარებელმა, მაგრამ, იმავდროულად გასართობი, სცენური და დინამიკით აღსავსე დრამატურგიულმა ნაწარმოებებმა იმთავითვე მიიპყრო ბრიტანელი რეჟისორების ყურადღება. რეჟისორმა ჰენრი ირვინგმა ლონდონში თეატრ „ლიცეუმის“ სცენაზე სპექტაკლი „რიშელიე“ განხორციელა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ანშლაგით მიმდინარეობდა.

ედვარდ ბულვერ-ლიტონი არა მხოლოდ ისტორიულ პიესებს, არამედ - კომედიებსაც წერდა. მაგალითად, პიესებში - „ჩვენ ისეთი ცუდები არ ვართ, როგორებადაც ვჩანვართ“ და „ფული“ (1840) - ავტორი დასცინოდა ვიქტორიანული საზოგადოების ზნე-ჩვეულებებს. მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგი არ უღრმავდებოდა სოციალურ კრიტიკას, მისი შემოქმედების რეალიზმმა მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. ბულვერ-ლიტონის კომედიები მრავალი წლის განმავლობაში იყო ბრიტანული თეატრების რეპერტუარში.

ბულვერ-ლიტონის ისტორიული რომანით - „რიენცი“ - ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი დაინტერესდა და 1840 წელს იმავე სახელწოდებით საოპერო წარმოდგენა დადგა.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები