ბუნოსტომოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუნოსტომოზი - (bunostomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Bunostomum + osis დაავადება), მცოხნელ ცხოველთა ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Bunostomum-ის გვარის ნემატოდები წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ. ბუნოსტომოზი გავრცელებულია ყველგან. უპირატესად ავადობს ცხვრის მოზარდეული.
სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მატება, ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, მადის თანდათან გაუარესება, შეშუპებებისადა ჰიდრემიის განვითარება, გამჭლევება, კახექსია, თხიერი ფეკალი, რომელიც მურა ფერის ლორწოს შეიცავს.
ხბოებს აღენიშნებათ: დაუძლურება, მადის დაქვეითება, ბალნის აბურძგვნა, ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, ფაღარათის მონაცვლეობა ყაბზობით, ფეკალში სისხლისა და ლორწოს შემცველობა.