ბურდული გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ბურდული

გიორგი (გიგა) ბურდული – (Giorgi (Giga) Burduli), (დ. 1952 - გ. 2008), ქართველი დიპლომატი. 2002-2005 წლებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

დაიბადა 20 ივლისი, 1952 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1969-1974 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;
1979-1983 – ასპირანტურა, მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება:
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გიორგი (გიგა) ბურდული მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, პირველ მოადგილედ და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეო უწყების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განვითარების საქმეში;
1996 – ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე (უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარესთან, რეზო ადამიასთან, ერთად). მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერას, 1999 წელს, სამიტის შემდეგ, ხელი მოაწერა ისტორიულ სტამბოლის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას უნდა გაეყვანა რუსული სამხედრო ბაზები ვაზიანიდან და გუდაუთადან 2001 წლის 1 ივლისამდე.
8-10/04/2002 – ხელმძღვანელობდა ათენში საქართველოსა და საბერძნეთს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, რომელთა მთავარი თემა იყო საქართველო-საბერძნეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარება.
12//2006 – გიგა ბურდული გახდა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

11/2016 – საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული დიპლომატიის დღეს, ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღვაწლისათვის გიორგი ბურდული, გარდაცვალების შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ფლობდა: ინგლისურს და რუსულს ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები