ბურიმე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბურიმე – (ფრანგ. bouts rimes – ბოლორითმიანი) – საესტრადო ჟანრი. წარმოიშვა ლიტერატურული თამაშიდან, სადაც ქმნიდნენ სახუმარო ლექსებს მოულოდნელი და შინაარსით ერთმანეთისგან დაშორებული რითმებით. თამაშის გამომგონებლად, რომელიც ფართოდ გავრცელდა მე-17 საუკუნის საფრანგეთში, ითვლება პოეტი დიულო.
1864 წელს ა. დიუმა, წინასწარ შერჩეულ რითმებზე კონკურსის გამოცხადებით, შეეცადა ეს ტრადიცია აღედგინა პარიზში. ბურიმე ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში.