ბურნაშეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურნაშეთი, ბურნაშენი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აზავრეთის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჯირულის (ჯარულის) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1800-1945 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 22 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 803, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).

მიდამოები უტყეოა. ადამიანი აქ წინაფეოდალური პერიოდიდან სახლობდა. შემორჩენილია დარბაზული ეკლესია. სახელწოდება „ბურნაშეთი” წარმოიშვა 1828-1829 წლების შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. მანამდე კი მას ბურნაშენი რქმევია. „ბურნა” – ღვინის ქინქლა (საბა).


იხილე აგრეთვე

ბურნაშეთის ეკლესია

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები