ბუღაქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუღაქარ-ი (სომხ. Բուղաքար)სომხეთის მთიანეთში, მდ. ლიშქვაზის ზემო წელში, ალანღჲაზის ქედის უღელტეხილის დასაწყისთან მდებარე მუსლიმური სალოცავი. ეს არის მკვიდრად ნაგები ორკამერიანი ქვის შენობა, რომლის ერთი ოთახი სამლოცველოა, მეორე კი – მლოცველთა სადგომი.

XX ს-ის 30-იანი წლებისთვის ირანული ორნამენტებით შემკულ სამლოცველოში მოთავსებულია უცნობი „წმინდანის“ (პირის) საფლავი. საფლავის ქვის ფილაზე, მაგიდის სახით, მოწყობილია ხის ამაღლება, რომელზედაც გადაფარებულია შავი სუფრა. მაგიდაზე დევს სასანთლე და მუჰამედისა და წმინდანის პორტრეტები. გვერდით ოთახში არის წმინდანის დროს მცხოვრები სამი ქალის წმინდად მიჩნეული საფლავი. გადმოცემის თანახმად, წმინდანთან სამსახურის გასაწევად ჩადიოდა ხარ-ირემი – ბუღა, რასაც უკავშირდება სამლოცველოს სახელწოდება. აქ ლოცულობდნენ და წმინდანს მფარველობას შეთხოვდნენ მაჰმადიანი და ქრისტიანი სომხები არა მარტო უღელტეხილზე გადასვლის წინ, არამედ იალაღებზე საქონლის გადარეკვის დროსაც.



ლიტერატურა

Лисициан С. «Святыни» у перевалов // СЭ. 1936, № 4-5.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები