ბუშტისებრი თავაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
BUSHTISEBRI.PNG

ბუშტისებრი თავაკა (ლათ. Calvatia utrriformus (Pers.) Jaap. რუს. Гоовач пузыревидный)

ნაყოფსხეული – უმთავრესად უკუღმა მსხლისებრია, 15-18 სმ დიამეტრისა და 10-15 სმ სიმაღლისა, ძირში დაწვრილებულია; ჯერ თეთრია, შემდეგ კი – ნაცრისფერ-მურა, ზედაპირი მარცვლოვან-ქერცლოვანია და ბადისებურად დახეთქილი.

რბილობი – ჯერ თეთრია, შემდეგ კი – მომწვანო-მურა და, ბოლოს, მუქი მურა. შიგნითა გარსს თავზე უჩნდება რამდენიმე ნახვრეტი, შემდეგ კი იშლება ფხვნილის სახით და რჩება ფიალის ფორმის წარმონაქმნი.

სპორები – მომწვანოა, სფეროსებრი, სადა ან დაწინწკლული ზედაპირით, ზოგჯერ ახასიათებს მოკლე დანამატი 4,8-5 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ნიადაგზე ტყის პირას, მინდორში და მდელოზე გაზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში, რბილობის გაშუქებამდე.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები