გაბადაძე ვარლაამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბადაძე ვარლაამი – (29.12.1883-28.11. 1954), დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1901 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1903 წ. 5 სექტემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1914 წ. 30 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, მასწავლებლის (ადგილის შენარჩუნებით) და სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ტაძრის დიაკვნად დანიშნა ანაზღაურების გარეშე. 1916 წ. მანვე მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ცუცხვათის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინა. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1926 წ. 17 თებერვლიდან 1932 წლის ჩათვლით ქუთაის-გაენათის ეპარქიის, კულაშის ოლქის სოფელ კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ტაძრის წინამძღვარია. 1929-1932 წწ. კულაშის ოლქის მთავარხუცესია. 1929 წ. 1 სექტემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ კეთილმოწესე მღვდელი ვარლაამი თავისი სამრევლოს გარდა ასევე ემსახურება სოფელ მელაურის მთავარანგელოზთა და სოფელ ჭაგნის ღვთისმშობლის ტაძრებს. 1932 წ. ბოლოს გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა, დაბა ჩხარის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კონსტანტინე და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის სვიმონის (ჭელიძე) ვარლაამი ლოცვა-კურთხევით დაბა ჩხარის სამრევლოში გადავიდა. 1933 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წ. სოფ. ოკრიბის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1948 წ. 24 აპრილს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ვარლაამი ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის ენქერით დააჯილდოვა. დაკრძალულია დაბა ჩხარის საერო სასაფლაოზე.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები