გაბაიძე გულიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულიკო გაბაიძე – ქართველი პოეტი. დაიბადა 1962 წლის 14 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1979 წელს დაამთავრა ხიხაძირის საშუალო სკოლა, 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ჭოროხი“, „აჭარა“, „აჭარა P.S.“, „ბათუმელები“, „ხულო“, „მთიანეთი“.

გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „მზე მოვა ვიდრე“ (თანაავტორი), „მგზავრი უქოლგოდ“ (1998) და „მზემ პირჯვარი დაიწერა“ (2014, 2017).

წლების განმავლობაში მუშაობდა: ხიხაძირის სამკერვალო-სახელოსნოს გამგე-მკერავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლების და მეცნიერების მუდმივი კომისიის პასუხისმგებელ მდივნად, მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილების წამყვან სპეციალისტად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის სპეციალისტად.

1980-1986 წლებში არჩეული იყო ორი მოწვევის ხულოს რაიონული საბჭოს დეპუტატად.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები