გაბაშვილი მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაბაშვილი მაია, (გაბაონი) − XVIII ს-ის პოეტი; დიდი კულტურული ტრადიციებით ცნობილი გვარის წარმომადგენელი; ბიოგრაფიული ცნობები არ შემორჩენილა. ხელნაწერმა შემოგვინახა მისი ერთადერთი ლექსი-ანბანთქება, „გამოცანა ანბანზე“. ავტორი გვაუწყებს, რომ ლექსი სიყრმის ჟამს შეუთხზავს, მასში ნათლად ჩანს მითოლოგიის ცოდნა, ახალგაზრდა პოეტის ლიტერატურული გემოვნება და გონებამახვილობა.