გაბაშვილი ნიკოლოზი დავითის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ გაბაშვილი – ცნობილი მწიგნობარი, მთარგმნელი, შესხმათა ავტორი, დავით გაბაშვილის ძე, დეკანოზ ზაქარია გაბაშვილის ძმისშვილი.

მოღვაწეობდა გელათში. კარგად ფლობდა ბერძნნულ და სლავურ ენებს, მას სასულიერო მწერლობაშიც უცდია კალამი. მის შესახებ ცნობები დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (სხეც) ფონდებში (S-2562 და H-2955). მას ეკუთვნის თხზულება: „მიცვალება ხუცისა და მოძღვრისა ზაქარია იობიან-გაბაონისა წმიდისა გაენათს მონასტერსა შინა“. ავტორი კარგად იცნობს სასულიერო ლიტერატურას, ფილოსოფიური ტერმინებითა და რთული, მაღალფარდოვანი ფრაზებით ამდიდრებს შინაარსს. შეინიშნება ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში არსებული გარდაცვალების ფაქტების აღწერის ზოგადი გავლენაც.

ნიკოლოზი რამდენიმე თხზულების ავტორია, რომლებიც სხეც-ის XVIII ს. ხელნაწერ კრებულშია (S-2571) მოთავსებული.

ხელნაწერებისთვის დართული მისეული მინაწერებიდან ირკვევა ნიკოლოზის განათლების დონე და მის ინტერესთა სფეროც. ოცი წლის ასაკში იგი კითხულობს იოანე დამასკელის „დიალექტიკას“, ამონიოს ერმისის ნაშრომს „მოსახსენებელ ხუთთა ხმათადმი“ და სხვა ფილოსოფიური ხასიათის ლიტერატურას.

ნიკოლოზი ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ცნობილია მის მიერ ბერძნულიდან გადმოღებული თხზულება „თხრობა ჟამისა მისთვს სიკუდილისა, თუ ვითარ განეშორების სული ხორცთა“. აღნიშნული ნაწარმოები ცნობილმა კალიგრაფმა ოსემ (ზაქარია გაბაშვილის ვაჟი) შეიტანა მის მიერ შედგენილ სასულიერო თხრობათა კრებულში (L-129, 1814).

იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“ მის შესახებ აღნიშნავს, რომ იგი იყო „სამეცნიეროსა სწავლასა შინა გამოცდილი“ და ამავე დროს – „შესხმათა შემთხზველი“.

მ. გაბაშვილი
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
ი. გაჩეჩილაძე


წყაროები

  • იოანე ბატონიშვილი, „ხუმარსწავლა“ (კალმასობა), ტ. 2, თბ., 1991;
  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №357;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, - თბ., 1959.

ლიტერატურა

  • ბარათაშვილი მ., „ოსე გაბაშვილი – მწიგნობარი, ჟურნ. „მწიგნობარი“, 1982, №81;
  • ბარამიძე ა., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ბესიკი, თხზულებანი, თბ., 1962;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. ტ. 3, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), თბ., 1970;
  • ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959;
  • ცაიშვილ ი ს., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ექვსტომეული, ტ. 2, თბ., 1966;
  • ქუთაისის სახელმწ. ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. 1, თბ., 1953;
  • Акты собранные Кавказской Археографической Коммccueй, т.1., Tфл., 1866.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები