გაბილაია შოთა
შოთა გაბილაია – (1917-1989) - ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1963), დოცენტი, დაიბადა ქ. ბორჯომში. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1942 წელს - ასპირანტურა. 1960-1970-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტხე, იყო ფაკულტეტის დეკანი, დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის გამგე, შემდეგ - თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი, ბოლოს - ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.
შ. გაბილაია ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას – სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თეატრალურ ინსტიტუტში; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა სპეცკურსი მეცნიერული ინტუიციის პრობლემებზე. ლექციები ჰქონდა წაკითხული აგრეთვე ბერლინისა და ბრნოს უნივერსიტეტებში.
შ. გაბილაიას მეცნიერული კვლევის მთავარი სფერო იყო დიალექტიკური მატერიალიხმის, მეცნიერული ინტუიციისა და ესთეტიკის საკითხები. ამ თემებს მან მიუძღვნა არაერთი შრომა და სამეცნიერო სტატია. მისი ინიციატივითა და რედაქტორობით რუსული ენიდან ქართულზე ითარგმნა და გამოიცა ფილოსოფიური წიგნები.
თხზულებები
- „ესთეტიკურის სოციალური არსი“ (თანაავტორობით, თბილისი, 1965);
- „ფილოსოფიური წერილები“ (თბილისი, 1989).