გაბიძაშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ გაბიძაშვილი – (1997-2003) ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956) პროფესორი (1986), დაიბადა სოფელ დერჩში (წყალტუბოს რაიონი), 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (1956-1960), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და მეცნიერული ათეიზმის კათედრის გამგედ (1969-1979), ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანად (1974-1994), რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის გამგედ (1994-1999).

ო. გაბიძაშვილის კვლევის მთავარი სფეროები იყო: რელიგიის ისტორია, რელიგიის სოციოლოგია, ათეიზმის თეორია და ისტორია. იგი 1989-1990 წლებში მონაწილეობდა გისენის (გერმანია), ბრნოს (ჩეხოსლოვაკია) და თბილისის საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც მათი ერთ-ერთი ორგანიზატორი.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები