გაბრიელი (X საუკუნე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელი – (X ს.), ათონის ივერთა მონასტრის მღვდელ-მონაზონი. იოანე ათონელისა და იოანე თორნიკე-ყოფილის თანამოღვაწე. იხსენიება „იოანესა და ეფთმის ცხოვრებაში“. იოანე ათონელმა უსაყვედურა თორნიკეს, რომელიც მხედრობაში და ბრძოლებში გამოვლილი კაცი იყო და უყვარდა სალაშქრო და სასეირო ამბების თხრობა: „აწ დააცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობა და ამიერითგან სხუასა ნუ ვინ ეუბნები, გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა. ხოლო ხუცესი იგი ესევითარი კაცი იყო, რომელ პირსა მისსა მსოფლიოჲ სიტყუა არა გამოვიდოდა, არამედ ყოველივე საღმრთო და სულიერი“. „ცხოვრების“ მეორე ადგილას, სადაც გაბრიელს „მღვდელი“ ეწოდება, აღწერილია მისი მეგობრობა რომიდან ათონზე მისულ ბერად აღკვეცილ ლეონ დიდთან. შესაძლებელია, ეს გაბრიელ ხუცესი იგივე გაბრიელ ათონელი იყოს, რომლის სახელსაც უკავშირებენ ათონის მონასტრის კარის ღვთისმშობლის ხატის („პორტაიტისას“) ზღვიდან ხმელეთზე გამობრძანებას.



ლიტერატურა

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები