გაბუნია ელიზბარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაბუნია ელიზბარ − (1963), პოეტი. საშუალო სკოლა დაამთავრა თბილისში. სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში. მუშაობდა მაუდ-კამვოლის კომბინატში, გამომცემლობაში. წერს საყმაწვილო ლექსებს.
- კუ
- კუ დინჯი და ნელია
- სიარულშიც, ჭამაშიც...
- უყვარს ყოფნა ბალახში
- და ბავშვებთან თამაში.
- ერთია, რომ დათვივით
- ძილქუში აქვს ზამთარში.
- როცა საფრთხეს შეიგრძნობს,
- იმალება ბაკანში.
- ცოცხლობს ზუსტად სამას წელს! -
- არ შევმცდარვარ ვადაში.
- თუ არ გჯერათ, იცოცხლეთ
- და დარწმუნდით ამაში.