გაბუნია ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო გაბუნია

გაბუნია ნინო− (1975), პოეტი. დაამთავრა თბილისის მე-2 ექსპერიმენტული სკოლა, შემდეგ – თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (ებრაული ენისა და ლიტერატურის განხრით). გამოცემული აქვს კრებული „შუშის მძივი” (2018).


არაფერიც არ მომხდარა
არაფერიც არ მომხდარა,
რაღაც დიდად გასაკვირი.
ცით ვარსკვლავი ჩამომწყდარა,
ასწყვეტია ღამეს ღილი.
ბიჭმა სიზმრად გოგო ნახა,
გოგომ ფრთები აპოვნინა,
გაისწორა მორცხვად კაბა,
თბილ ლოყაზე აკოცნინა.
არაფერიც არ მომხდარა,
არც ღირს ამის გაკვირვება,
თვალებს მხოლოდ მოემატათ
უცნაური ჩაფიქრება.
შეხვედრების აღმაფრენა,
ღიმილების აღელვება,
გულში მზეთა ამღერება,
სულში სხივთა გახელება.
არაფერიც არ ყოფილა,
ჯერ რომ სხვაგან არ მომხდარა.
იქვე, ალუბლების ტოტზე,
გაზაფხული ჩამომჯდარა.

ვ==წყარო== ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები