გაგნიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე − (9 აგვისტო, 1970, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი). 1996 დაამთავრა თბილისის კონსონსერვატორია (თ. ლაფერაშვილის კლასი). მას აქვს ძლიერი ლამაზი ტემბრის, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. 1994 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე (მურმანი, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), სადაც ათი წლის მანძილზე ასრულებდა წამყვან პარტიებს. 2003-2005 წამყვან პარტიებს ასრულებდა გერმანიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში. საერთაშორისო აღიარება მოუტანა იტალიაში ქ. ბუსეტოში გამართულმა „ვერდის ხმების“ ფესტივალმა, სადაც პირველი ადგილი აიღო. ჟიურის თავმჯდომარე იყო ხოსე კარერასი, რომელიც აღაფრთოვანა მისმა ვოკალურმა მონაცემებმა. გამარჯვებულის პრიზი აიღო „ტოსკასა“ და „ტრავიატას“ გასტროელბით ტოკიოში. გაგნიძის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჯ. კახიძემ, ხ. კარერასმა და ლ. მააზელმა, რომელმაც გზა გაუკაფა მეტროპოლიტენ, ლა სკალასა და მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებისაკენ. პარტიები: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), თავადი ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ჟერმონი, იაგო, რიგოლეტო, ამონარსო (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“, „რიგოლეტო“, „აიდა“), ტონიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სკარპია (პუჩინის „ტოსკა“) და სხვ. 2003 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები