გაგნიძე ნუგეშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუგეშა გაგნიძე

ნუგეშა გაგნიძე − (1966), გერმანისტი, მთარგმნელი, პოეტი, პედაგოგი.

დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა). დისერტაცია დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „სენტიმენტალიზმი და გოეთეს რომანი ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის დასავლეთ ევროპული და გერმანული ლიტერატურის ისტორიას. მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშესა და მე-20 საუკუნის გერმანულრენოვანი ავტორების შემოქმედება.

ნუგეშა გაგნიძე არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ორი წიგნის თანაავტორი. მისი ნაშრომები შესრულებულია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე და დაბეჭდილია საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, რუმინეთის, პოლონეთისა და სომხეთის გამომცემლობებში. ამ მონოგრაფიებსა და სტატიებში გერმანელი ავტორების გარდა გამოკვლეულია სხვადასხვა პერიოდის ქართველ მწერალთა პრობლემური საკითხები; გერმანული და ქართული საგმირო ეპოსი, გერმანულ-ქართულ ისტორიულ-კულტურულ და ლიტერატურულ ურთიერთობები; ნუგეშა გაგნიძეს ეკუთვნის გოეთეს, ნიცშეს, გეორგეს, ჰოფმანსთალის, როლკეს, ბახმანის, ვაინჰებერის, ცელანის, გრასის, ბრეხტის, გრიგოლ რობაქიძისა და გივი მარგველაშვილის ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე. მას გამოქვეყნევული აქვს ასევე საკუთარი ლექსების ერთი კრებული.

ნუგეშა გაგნიძე არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და რამდენიმე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. სხვადასხვა დროს ჰქონდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გოეთეს საზოგადეობის, Erasmsus+, C. H. Beck-Stipendium für Literatur und Geisteswissenschaften და სხვა სტიპენდიები სამეცნიერო კვლევისთვის გერმანიის უნივერსიტეტებში, არქივებსა და სასწავლო ცენტრებში.

ნუგეშა გაგნიძე არის გოეთეს საზოგადოების წევრი ქუთაისსა და ვაიმარში; თომას მანის საზოგადოების წევრი დიუსელდორფში; შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) წევრი; გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გეტინგენის უნივერსიტეტის ალუმნა.

ნუგეშა გაგნიძე არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის I საჯარო სკოლასა და ჰაიდელბერგის გიმნაზიას (Elisabeth-von-Thadden-Schule) შორის პარტნიორული ურთიერთობის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან და სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისის ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხა“ დამფუძნებელი პრეზიდენტი.

ჯილდოები, პრემიები, პრიზები:
  • 2022 წელი − გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია მონოგრაფიისათვის ცხოვრება ორ სამყაროში ̶ გრიგოლ რობაქიძე.
  • 2022 წელი − ლიტერატურული პრემია „საბა 2022-ის“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ მინოგრაფიისთვის ნაშრომი ცხოვრება ორ სამყაროში ̶ გრიგოლ რობაქაძე
ბიბლიოგრაფია:
  1. ნუგეშა გაგნიძე, გრიგოლ რობაქიძე ̶ ცხოვრება ორ სამყაროში. გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი 2021.
  2. Nugescha Gagnidse, Natia Nassaridze, Irine Schischinaschwili. Redakteurin: Nugescha Gagnidze, Einführung in die georgische Literatur des Kritischen Realismus. PWN (Polish Scientific Publishers), Warschau 2018.
  3. ნუგეშა გაგნიძე, ნარკვევები მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდის გერმანულენოვანი ლიტერატურიდან. Studien zur deutsschsprachigen Literatur nach dem Zweiten Weltkrieg. გამომცემლობა სამშობლო, თბილისი 2017.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/228304/1/NarkvevebiMeoreMsoflioOmisshemdgomiPeriodisGermanulenovaniLiteratura.pdf
  1. Nugescha Gagnidse, Margret Schuchard, Grigol Robakidse (1880-1962). Ein georgischer Dichter zwischen zwei Sprachen und Kulturen. Shaker Verlag, Aachen 2011.
  2. ნუგეშა გაგნიძე, გოეთეს რეცეფცია ნიცშეს შემოქმედებაში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი 2007.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები