გაგუა ხუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუტა გაგუა

გაგუა ხუტა − (1935) პოეტი. დაიბადა სოფელ ბაბუშარაში (გულრიფში). პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1955 წელს. 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კურსები. 1974-1976 წლებში იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, სსრკ მწერალთა კავშირის ქართული ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის სამდივნოს კონსულტანტი. გამოცემული აქვს შემდეგი კრებულები: „კვირტების ფეთქვა” (1958), „მიწის სიმღერა” (1961), „ხმა იდუმალი” (1964), „გაზაფხულის მოახლოება” (1971), „გვიანი თოვლი” (1972), „თანაგრძნობა” (1977), ლირიკა (1988), ერთტომეული − ლექსები, პოემები (1994).


* * *
თუმცაღა მხიბლავს სხვა დანარჩენიც, _
ყველა ფერიდან ცისფერს ვარჩევდი.
ზღვასავით ღრმა და ცასავით ღია −
იგი ფერია შენი თვალების,
რომელთაც ერთდროს, ადრე თუ გვიან,
ასე გულწრფელად შევებრალები.
ოღონდ მანამდე, როცა ვინატრებ,
სადაც ვინატრებ სითბოდ, იმედად,
მომაგებებენ ცხოველ სინათლეს
და დამიხსნიან ღამის მღვიმედან,
რომ აზრი მისცენ ჩემს არსებობას,
თუ გადმოგვხედა ღმერთმა ზემოდან.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები