გადაადგილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადაადგილება – წერტილის, წერტილთა სისტემის ან სხეულის მდებარეობის შეცვლა. გადაადგილება განისაზღვრება ვექტორებით, რომელთა სათავე წერტილთა საწყის მდებარეობაშია, ხოლო ბოლო – გადაადგილებული წერტილების საბოლოო მდებარეობაში.
სიბრტყის (სივრცის) გადაადგილება – სიბრტყის (სივრცის) ასახვა თავის თავზე, რომელიც ინარჩუნებს მანძილს ორ წერტილს შორის, ე.ი. იზომეტრია.
სიბრტყის (სივრცის) გადაადგილებას უწოდებენ სიბრტყის (სივრცის) მოძრაობას. სიბრტყის გადაადგილების მაგალითებია: ღერძული სიმეტრია, მობრუნება, პარალელური გადატანა.
სიბრტყის (სივრცის) ყოველნაირი გადაადგილება ამ სიბრტყეში (სივრცეში) მდებარე ნებისმიერ ფიგურას ასახავს მის კონგრუენტულ ფიგურაზე.
სიბრტყის ზოგიერთი გადაადგილება ცვლის ფიგურის ორიენტაციას, ზოგი არა.
იხილე აგრეთვე