გადახდისუნარიანობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადახდისუნარიანობის თეორია - (ability to pay theory), დაბეგვრისადმი მიდგომა, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ტვირთი უნდა განაწილდეს გადასახადების გადახდის უნარის შესაბამისად. ეს თეორია ეფუძნება თანაბარი დანაკარგების კონცეფციას. დანაკარგი არის გადასახადების გადახდის შედეგად ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირება. არსებობს დანაკარგების ტოლობის სამი შესაძლო განსაზღვრა: ისინი შეიძლება იყოს აბსოლუტურად ტოლი, პროპორციულად ტოლი და ზღვრულად ტოლი. ამათგან არც ერთს არა აქვს პრინციპული უპირატესობა. საგადასახადო სისტემა პროგრესიულია, პროპორციული თუ რეგრესიული, დამოკიდებულია მიღებულ განსაზღვრასა და შემოსავლის ზღვრული სარგებლიანობის გრაფიკის დახრის კუთხეზე. თუ ივარაუდება, რომ შემოსავლის ზღვრული სარგებლიანობა ეცემა, მაშინ ეს სამი განსაზღვრა ყოველთვის არ იძლევა ერთნაირი დასკვნის გაკეთების საშუალებას. აღნიშნული თეორია საშუალებას გვაძლევს შევადაროთ სხვადასხვა პირთა შემოსავლების სარგებლიანობა. ასეთი მიდგომა უარყოფილია კეთილდღეობის თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები