გაეროს უშიშროების საბჭო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაეროს უშიშროების საბჭო – გაეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო უსაფრთხოების საბჭოა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე და შესაბამისად, სწორედ ის ახორციელებს გაეროს, როგორც მომრიგებლის, დამკვირვებლის, მშვიდობისმყოფელისა და, თუ საჭიროა, მშვიდობის იძულებით უზრუნველმყოფელის ფუნქციებს. საბჭოში 15 წევრია; ე.წ. „დიდი ხუთეული“ (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი) მუდმივად მონაწილეობს მასში და ვეტოს უფლებითაა აღჭურვილი. დანარჩენ ათს — მუდმივი წევრის სტატუსი არ გააჩნიათ და გენერალური ასამბლეის მიერ ირჩევიან ორი წლის ვადით.