გაზაფხულის თავყვითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gazafxulis.PNG

გაზაფხულის თავყვითელა - Senecio vernalis Waldst. & Kit.

კახ. – ქიზიყურა, მოხ. — ალიერა, ზიმერ.– ბაძღა, გაბაბუა, კაკილა

გაზაფხულის თავყვითელა ერთწლოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ძალიან ფართოდაა გავრცელებული მთელს საქართველოში, როგორც ბარში, ისე მთაში და პერიოდულად იმდენად უხვად, რომ მისი ყვითელი ყვავილებისაგან მინდვრები, ბაღ-ვენახი, პლანტაციები მთლიანად გადაყვითლდება ხოლმე. ტიპური სარეველა მცენარეა, სახლდება მთლიანობადარღვეულ ნიადაგზე, მაგალითად, ხნულში, ნაბარ-ნათოხნში, თხრილების ნაპირებზე. გაზაფხულის თავყვითელას გარდა, ჩვენში, განსაკუთრებით მთაში, მრავალი სხვა თავყვითელა იზრდება ღერო დატოტვილი აქვს, 20-40 სმ სიმაღლისა, ფოთლებიანად აბლაბუდისებრი ბეწვით მოფენილი ან შიშველი. ძირის ფოთლები მოგრძოა, ღეროსკენ ყუნწად შევიწროებული, დანარჩენი ფოთლები ფრთისებრაა ღრმად დაკვეთილი და კიდედაკბილული. მისი პატარა ყვავილები, ისევე როგორც ზიზილასი და ყვითელი გვირილასი, ერთ ყვავილსაჯდომზე სხედან და კალათას ქმნიან, რომელიც საერთო საბურველითაა შემოხვეული. შიგნითა ყვავილები მილისებრია, გარეთა — ენისებრი. ეს უკანასკნელნი ღამღამობით ქვევით არიან გადაღუნული. კალათა ერთ მცენარეზე მრავალია. დაყვავილების შემდეგ კალათებში ვითარდება უამრავი პატარა ნაყოფი, რომლებსაც თავზე ბეწვებისაგან შემდგარი ქოჩორი აქვთ განვითარებული. ქარი აიტაცებს ხოლმე მათ და შორ მანძილზე გადააქვს.



წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები