გალაგონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალაგონ-ი (ოს. Галæгон) – ქარის ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. ოსების რწმენით, იგი განმარტოებით ცხოვრობს მაღალი მთების მიუვალ მწვერვალებზე, საიდანაც ხეობებში ეშვება და გრიგალსა და ქარბუქს წარმოქმნის.

მარცვლეულის განიავების დროს გალაგონს კარგ ამინდსა და სასურველი ძალის ნიავს შესთხოვდნენ. თუ აღნიშნული საქმიანობის ჟამს ნიავი არ იქნებოდა, გალაგონს წითელი ფერის მამალს შესწირავდნენ და მარცვლეულის განიავებაში ხელშეწყობას სთხოვდნენ (შრომის პროცესში გალაგონს სიმღერით მიმართავდნენ: „ჩვენ შემოგწირავთ, შენ, წითელ მამალს“). გალაგონის ეპითეტია „ზეციური“.


ლიტერატურა

  • Сказания о нартских богатырях. М., 1960;
  • Милерр В. Ф. Осетинские этюды. М., I. 1881;
  • Чибиров Л. А. Древние культы // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები