გალავნის ციხე-გალავნის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალავნის ციხე-გალავნის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გალავნის აღმ-ით 1 კილომეტრზე, აგებულია XVIII საუკუნეში. კომპლექსში შედის ციხე-გალავანი და ეკლესია.

ციხე-გალავანი

ციხე-გალავანი გეგმით სწორკუთხაა (60X45 მ), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია გალავნის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ მონაკვეთი 3-4 მეტრის სიმაღლეზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკის ნაწილი გალავნის კედელში გაჭრილია სათოფურები, მოწყობილია საბრძოლო ბილიკები. კოშკი ცილინდრულია (კედლების სისქე 0,75-1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოს მხარეს. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები).

ეკლესი

გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში ჩაშენებული დარბაზული ეკლესი (11,4X5,6 მ) ნაგებია რიყის – ქვით გარედან ეკლესიის კედლების ქვედა რიგები და კუთხეები მოყვითალო თლილი ქვის კვადრებითაა ამოყვანილი. სარკმლის თაღები აგურისაა. ეკლესია დაზიანებულია: ჩაქცეულია სახურავი, დანგრეულია დასავლეთ კედელი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სამ-სამი დიდი თაღოვანი სარკმელია; ხოლო აღმოსავლეთისაში – ერთი. საკურთხევლის მხარეს, გრძივ კედლებში თითო თაღოვანი ნიშია, ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია ქვიშაქვის თაროსებრი წრეთარგიანი ლავგარდნის ნაწილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები