გამამტკნარებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამამტკნარებელი – წყლის გამამტკნარებელი მოწყობილობა. დისტილაციური გამამტკნარებლები, რომელთა საშუალებითაც იღებენ დედამიწის მტკნარი წყლის მარაგის დაახლოებით 96%; არსებობს ერთ- და მრავალსაფეხურიანი. გამამტკნარებელი მილისებრი ამაორთქლებლით წყლის გახურება და აორთქლება პირველ საფეხურზე ხორციელდება ორთქლის ქვაბში გენერირებული ორთქლით; ყოველ შემდეგ საფეხურზე ორთქლი ხურდება წინა საფეხურზე წარმოქმნილი „მეორადი“ ორთქლით. პირველი საფეხურის გამახურებელი ორთქლის კონდენსატი ბრუნდება ქვაბში, ხოლო დანარჩენ საფეხურებზე წარმოქმნილი კონდენსატი მიემართება მომხმარებელთან. მრავალსაფეხურიან გამამტკნარებლებში მარილიანი წყალი მყისიერი ადუღებით თანდათანობით მიეწოდება კამერებს დაქვეითებული წნევით, სადაც ნაწილობრივ ორთქლდება; კონდენსატი გროვდება ქვეშზე (საქვეშეზე), საიდანაც ტუმბოთი გადაიქაჩება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები