გამვლელი ბგერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამვლელი ბგერა – არააკორდული ბგერის სახელწოდება, რომელიც მოთავსებულია გამისებურ მოძრაობაში ორ აკორდულ ბგერას შორის; განარჩევენ „ზემო“ და „ქვემო“, „დიატონურ“ და „ქრომატულ“ გამვლელ ბგერებს; აგრეთვე გამვლელ ბგერებს „სუსტ“ და „ძლიერ“ დროზე.