გამიზნული რადიოაქტიურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამიზნული რადიოაქტიურობა – გარემოს (ჰაერის, ნიადაგის, წყლის, საგნების) ნეიტრონული დასხივების დროს ხელოვნურად წარმოქმნილი რადიოაქტიურობა. ნეიტრონების წყაროები შეიძლება იყოს ბირთვული აფეთქებები და ბირთვული რეაქციები, რომლებიც ბირთვულ რეაქტორებში და ნაწილაკების ამაჩქარებლებში მიმდინარეობს. ბირთვული აფეთქების დროს გამიზნული რადიოაქტიურობა წარმოადგენს რადიოაქტიური დასნებოვნების ერთ-ერთ მიზეზს.