გამნათებელი აპარატურის მონტაჟი (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამნათებელი აპარატურის მონტაჟი – გამნათებელი აპარატურის დაყენება და კომუტაცია (დაჯგუფება და ჩართვა) კინოგადაღების დაწყებამდე. განათების აპარატურის მონტაჟი წარმოებს (მოცემულ ობიექტზე) ოპერატორის მიერ წინასწარ შედგენილი ოპერატორული განათების სქემა-განცხადების საფუძველზე. განათების აპარატურის მონტაჟს აწარმოებენ კინოსტუდიის გამნათებელთა საამქროს მუშაკები.