გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები – ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი სახე. გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსების ძირითადი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის გაღიზიანება ან დაცინვა-გამოჯავრება. გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები უმთავრესად საბავშვო ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება, ნაწილი მოზრდილთა შემოქმედებიდანაა გადმოსული. ასეთ ლექსში მარტივი სახეებით, ადვილად ჩასაწვდომი ხერხებით დაგმობილია უქნარობა, სიზარმაცე, ჭირვეულობა, სიცრუე და სხვა მანკიერი თვისებები („მტირალა მტირალა...“, „საქმეზე წელი გწყდებაო“... და სხვე).

ფ. ზანდუკელი



ლიტერატურა

  • ქს. სიხარულიძე, საბავშვო ფოლკლორი, 1938;
  • ფ. ზანდუკელი, ხალხური საბავშვო პოეზიის ძირითადი სახეები, „ქართ. ფოლკ.“, III, 1969.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები