გამოფიტვის მღვიმეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამოფიტვის მღვიმეები ჩნდება უთანაბრო სიმტკიცის მქონე ქანებისაგან შედგენილ წყებებში ტემპერატურის რხევის, ქარის, წყლის გაყინვა- დნობის ზეგავლენით. ასეთი სიღრუვეები მეტწილად მცირე სიდიდისაა და განირჩევა უწესო ფორმით. ზოგ შემთხვევაში მათი მოცულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთი ასეთი ეხი ჩვენ შეგვხვდა მ. ბანგურიანის სამხრეთ-დასავლურ ფერდობზე (ზემო სვანეთში), პრეკემბრიულ — ქვედაპალეოზოურ გნეისებსა და კრისტალურ ფიქლებში. იგი ატარებდა ჯიხვების ან არჩვების ჯოგის ბინადრობის ნიშნებს. გამოფიტვის მღვიმეები ვითარდება ნალექ ქანებშიც (ქვიშაქვაში, კონგლომერატებში) და ეფუზივებშიც (ვულკანური ტუფები, ტუფბრექჩიები და სხვ.).