გამოძევება (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოძევება – როდესაც ერთი სამონტაჟო პლანი (გამოსახულება) თანდათანობით ცვლის („აძევებს“) მეორე გამოსახულებას და იკავებს მის ადგილს ეკრანზე. გამოძევების ფორმა, მიმართულება, სიჩქარე სხვადასხვაგვარია და განპირობებულია ფილმის მონტაჟური წყობით, დინამიკით, სცენის თუ ეპიზოდის თანამიმდევრობით. გავრცელებულია გამოძევების შემდეგი ფორმები: მოძრავი ტიხარის საშუალებით, როდესაც გამოსახულება მარაოსავით წრიულად იშლება ან ვიწროვდება, ან ვარსკვლავის სახით დიდდება და ა. შ.

გამოძევება შესრულების ტექნიკა წარმოებს ორმაგი ექსპოზიციით და მოძრავი კაშეების (ნიუბების და კონტრნიღბების) გამოყენებით. მოძრავი ნიღბები ზუსტად გადაფარავენ გამოსახულებას განსაზღვრული რაოდენობის კადრების გადაღებისას. გამოძევების შესრულება შეიძლება ე. წ. თითოკადრული გადაღებით – იგი გამოიყენება მულტიპლიკაციაში. ჩვეულებრივი გადაღების დროს გამოძევება ხდება ლაბორატორიაში, ტრიუკმანქანაზე. გამოძევება გამოიყენება არა მხოლოდ როგორც სამონტაჟო ხერხი, არამედ როგორც ცალკეული საგნების, ადამიანის ფიგურის და სხვათი კადრში გამოჩენისა და გაქრობის ეფექტური საშუალება.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები