გამოხტომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამოხტომა – ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის ან გარშემორტყმული ქალაქის გარნიზონის ძალების ნაწილის უეცარი თავდასხმა ალყის შემომრტყმელ ჯარზე დაზვერვის, საალყო ქვემეხების განადგურების ან ხელში ჩაგდების, ტყვეების დახსნის, საალყო სამუშაოთა დაბრკოლების, მოწინააღმდეგის საინჟინრო ნაგებობების დანგრევის, აგრეთვე მოიერიშე ჯარების ფლანგზე და ზურგში დარტყმების მიყენების მიზნით.