გამყრელიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გამყრელიძე

დავით გამყრელიძე – დაიბადა 1964 წლის 2 აპრილს თბილისში.

განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი (1982-1988).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამედიცინო (1988-90) და ბიზნეს საქმიანობას (1990-99).
  • თბილისის საკრებულოს წევრი (1998-99).
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. საპარლამენტო ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე.
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები“, ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები“-ს თავმჯდომარე, 2006 წლის თებერვლიდან ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008): პარტიული სიით „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო - მემარჯვენებები)“.
  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2008).

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები