გამწოვი ვენტილაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამწოვი ვენტილაცია − სავენტილაციო გამწოვი სისტემა სათავსიდან დაბინძურებული ჰაერის მოსაცილებლად. მისი ყველაზე მარტივი მაგალითია ჩვეულებრივი ერთღერძა საყოფაცხოვრებო ვენტილატორი, რომელიც ყენდება კედელში ან ფანჯრის ღიობში. ასეთი დანადგარი ჰაერს გაიწოვს მხოლოდ ახლომდებარე ზონიდან, რითაც ახდენს საერთო ჰაერმიმოცვლას. დიდი მოცულობის დაბინძურებული ჰაერის გასაწოვად გამოიყენება უფრო მძლავრი ცენტრიდანული ტიპის ვენტილატორები, რომლებსაც შეუძლიათ 30-40 მ სიგრძის ჰაერსატარის მომსახურება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები