განაღმვის დაჯავშნული მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განაღმვის დაჯავშნული მანქანა – საინჟინრო მანქანა სანაღმო–ამფეთქ წინაღობებში გასასვლელების მოსაწყობად. შექმნილია ტანკის ბაზაზე. აღჭურვილია საგორავი (საგორავდანებიანი) სანაღმო ტრალით და მბრუნავი კოშკით, რომელშიც განთავსებულია სათადარიგო მართვის პუნქტი.