განზერის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინდრომი, განზერის - (Ganzer syndrome), მდგომარეობა, რომელიც გვხვდება პატიმრებში, გამოიხატება ცნობიერების აბნევითა და მიახლოებითი პასუხებით ორიენტაციის, მეხსიერების და კოგნიტიური ფუნქციების შესახებ შეკითხვებზე. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

განზერის სინდრომი იშვიათი მდგომარეობაა. მას ოთხი ძირითადი დამახასითებელი ნიშანი აქვს:

  1. ინტელექტის კვლევისას კითხვებზე "მიახლოებითი პასუხების" გაცემა;
  2. ფსიქოგენური სომატური სიმპტომების არსებობა;
  3. ჰალუცინაციები;
  4. ცნობიერების გამოხატული დარღვევები.

განზერის სინდრომი პირველად პატიმრებთან იქნა აღწერილი (Ganser, 1898), თუმცა ეს სინდრომი მხოლოდ მათთვის არ არის დამახასიათებელი. ტერმინი "მიახლოებითი პასუხი" გულისხმობს ისეთ პასუხს (მარტივ შეკითხვაზე), რომელიც თვალსაჩინოდ არასწორია, თუმცა აშკარაა მისი კავშირი სწორ პასუხთან, რაც გვაფიქრებინებს, რომ პიროვნებამ იცის სწორი პასუხი. მაგ., შეკითხვაზე "რამდენია ორს მივუმატოთ ორი?" პაციენტმა შეიძლება გვიპასუხოს "ხუთი", ხოლო შეკითხვაზე "რამდენია სამს მივუმატოთ სამი?" გვიპასუხოს _ "შვიდი". ანუ ყოველთვის პასუხი ერთით მეტია სწორ პასუხზე. ძირითადად, ადგილი აქვს ვიზუალურ ჰალუცინაციებს, რომლებიც ხშირად გაზვიადებული ან გამოგონილია. ასეთი მდგომარეობით მიღებული აშკარა გამორჩენა, მიახლოებულ პასუხებთან ერთად, უტიფარი სიმულაციის შთაბეჭდილებას ქმნის.

თუმცა, ასეთი მდგომარება იმდენად თანმიმდევრული და პერსისტენტულია, რომ მასში, სავარაუდოდ, არაცნობიერი ფსიქიკური მექანიზმები მონაწილეობენ. დიაგნოზის დასმის დროს აუცილებელია გამოვრიცხოთ შიზოფრენია ან თავის ტვინის ორგანული დაავადება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იქნას გამოკვლეული მაშინ, როდესაც კლინიკური სურათი აღრეულ აზროვნებასა და მხედველობით ჰალუცინაციებზე მიუთითებს.

განზერის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ Dwyer and Reid (2004).(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები