განზოგადებული ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განზოგადებული ფუნქციაფუნქციის ცნების მათემატიკური განზოგადება, რომლის საჭიროება გამოწვეულია მრავალი ფიზიკური და მათემატიკური მოვლენის უკეთ აღსაწერად.

ფუნქციის განზოგადება პირველად (XX ს-ის 20-იან წლებში) კვანტური მექანიკის ამოცანებთან დაკავშირებით განიხილა ინგლისელმა მეცნიერმა პ. დირაკმა. ფუნქციის განზოგადების თეორიას საფუძველი ჩაუყარა (1936 წ-ს) რუსმა მათემატიკოსმა ს. სობოლევმა. შემდგომ, ფუნქციის განზოგადების თეორიის საკითხებზე, ძირითადად მათემატიკური ფიზიკის ამოცანებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი მათემატიკოსი მუშაობდა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი მათემატიკოსის ლ. შვარცის ღვაწლი, რომელმაც ფუნქციის განზოგადების თეორიას სისტემატური სახე მისცა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები