განთიადის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განთიადი ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ელია); საინჟინროს ქუჩიდან სომხეთის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ელფიის ქუჩა. თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია ელფინის ქუჩის სახელწოდებით, 1972 წლის ცნობარში — როგორც განთიადის ქუჩა.