განჩუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განჩუ – თიხა−თაბაშირი, გაჯი, ალებასტრი; სამშენებლო თიხათაბაშირი, რომელიც მიიღება თაბაშირის მერგელების გამოწვით 160-250°C ტემპერატურაზე და შემდეგში მისი გადაქცევით ფხვნილად. მასალა გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით და წყალმედეგობით. ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, ძირითადად უზბეკეთში, სადაც იყენებენ ჩუქურთმების ამოჭრას განჩუზე და კავკასიაში – არქიტექტურულ ნაგებობათა გასაფორმებლად.