გარგნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარგნობა (აჭარ.) – გველების დღეობა აჭარაში; ემთხვევა წითელ პარასკევს – აჭარულ ბზობას (მაჭახლის ხეობაში ძველი სტილით აპრილის პირველ პარასკევს – ზღვის კაცის გამოსვლის დღეს); იკრძალება შეშის მოტანა, რადგან, ადგილობრივთა რწმენით, გარგნობის დღეს გველები მოგზაურობენ, და მათი შიშით ტყეში ვერავინ შედის; გარგნობაზე სახლში შეტანილ შეშას გველი მოჰყვება და ოჯახს მთელი წელიწადი არ მოშორდება.

ზ. თანდილავა, არცთუ უსაფუძვლოდ, „გარგნობა“ ტერმინს აჭარულ, გურულ და იმერულ დიალექტებში დადასტურებულ გარგანა „დიდი ჯოხი“ სიტყვას უკავშირებს (შდრ. სვანური საახალწლო მორი – ჴული; მეგრულ საახალწლო მკითხაობა-შეჯიბრში გამოყენებული ჯოხი გველის ტაბუირებული სახელით „შურდინაფილი“ – „ჭკიდიშ გინოტახუა“).


ლიტერატურა

  • ჯ. ნოღაიდელი. ნარკვევები და ჩანაწერები. წიგნი პირველი. ბათუმი, 1971, გვ. 62;
  • ზ. თანდილავა. მასალები მესეფებზე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერება. IV. თბილისი, 1978;
  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. II. თბ., 1951.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები