გარდამავალი დიალექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გარდამავალი დიალექტი – წარმოიქმნება მოსაზღვრე ტერიტორიაზე ორი ან მეტი დიალექტის ხანგრძლივი და ინტენსიური ურთიერთზეგავლენის, ურთიერთშერწყმის საფუძველზე. გარდამავალი დიალექტისთვის საკუთრივ მახასიათებლებთან ერთად ნიშანდობლივია ახალშეძენილი თავისებურებები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი არც ერთი ურთიერთშემხები დიალექტისათვის. გარდამავალი დიალექტის წარმოქმნის ზონებად მიიჩნევა, მაგ., სურამის ქედის ორივე კალთაზე გავრცელებული ქართლურ-ზემოიმერული მეტყველება; ქართლურ-მთიულური და ქართლურ-ფშაური – არაგვის ხეობაში: ასევე ქართლურ-მესხურ-ჯავახური. ქვემორაჭულ-იმერული და ა. შ.
ა. მარტიროსოვი
ლიტერატურა
- გიგინეიშვილი ი. თოფურია ე. ქავთარაძე ი. ქართული დიალექტოლოგია, დიალექტთა განხილვა, ტექსტები. ლექსიკონი, თბ., 1961;
- თოფურია ე, ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები. – კრ: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, III, თბ., 1963;
- ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლოგია, I თბ.. 1989.