გარეთა სასმენი მილის ეგზოსტოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გარეთა სასმენი მილის ეგზოსტოზები – ეს პათოლოგია გულისხმობს გარეთა სასმენი მილის ძვლოვანი ქსოვილის სწრაფ ზრდას, რის შედეგადაც, გარეთა სასმენი მილის ფართობი შესაძლებელია ისე დავიწროვდეს, რომ დესკვამაციური მასებით დაფის აპკის ბლოკირება მოახდინოს და, შესაბამისად, სმენის დაქვეითება გამოიწვიოს.
ეს დაავადება ხშირად არის ორმხრივი და გვხვდება მყვინთავებსა და სერფინგისტებში.
ეგზოსტოზის მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია და ხორციელდება მხოლოდ ეგზოსტოზის მძიმე ხარისხის დროს.