გარეთა სასმენი მილის თანდაყოლილი ატრეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარეთა სასმენი მილის თანდაყოლილი ატრეზია — გარეთა სასმენი მილის ატრეზია, შესაძლოა, იზოლირებულად იყოს წარმოდგენილი ან თან ახლდეს შუა ყურის, კერძოდ, სასმენი ძვლების ან ყურის ნიჟარის ანომალიები.

ამ პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობა არ არის აქსიომა და ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ძვლოვანი სასმენი აპარატის ინსტალაცია შესაძლებელია (Bonebridge, BAHA), ოპერაციის საკითხი არც ისე აქტუალურია, რადგანაც მთავარია პაციენტს საზოგადოებაში ინტეგრაციის მთავარი პირობის, მეტყველების ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეს.

სხვა საკითხია გარეთა სასმენი მილის, სტენოზის, გასაფართოებელი ოპერაცია, რაც, ისევ და ისევ, მეტყველების ჩამოყალიბებას ემსახურება.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები