გარეჯის სალბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარეჯის სალბი

გარეჯის სალბი – (Salvia garedjii Troitsky); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მონაცრისფრო მწვანე ფერის, 20-40 სმ სიმაღლის. ძირიდანვე დატოტვილი, ღერო აღმავალია ან თითქმის სწორი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი, მოფენილია საკმაოდ გრძელი და ხშირი ბეწვით. ფოთლები მოკლეყუნწიანია, სქლადაა მოფენილი გრძელი, გაფარჩხული ბეწვებით, 5-6 სმ სიგრძის, ფრთისებურად განკვეთილია 2-4 წყვილი ფოთოლაკით. ყვავილედი საკმაოდ ფარჩხატია, ჩხროები 8–ყვავილიანია. გვირგვინი კაშკაშა მეწამული ფერისაა, გარეთა მხარე ხუჭუჭა ბეწვითაა შებუსული, მოფენილია მჯდომარე ჯირკვლებით. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება სილაქვებზე, ვიწრო ხევებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. მცენარე კახეთის ენდემია. მცენარე აღწერილია 1928 წელს გარეჯის მიდამოებში. სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები